დიმიტრი გვრიტიშვილი: სასამართლო სისტემას ისევ აქვს გამოწვევები
Your browser doesn’t support HTML5
25 ივლისს, სასამართლო სისტემის ოთხი მთავარი სტრატეგიის შესახებ ანგარიშის წარდგენისას, არასამთავრობო სექტორმა იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც, მათი აზრით, 2017-2018 წლის სამოქმედო გეგმაში ყველაზე პრობლემური იყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა მედიასთან კომენტარში აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემას ისევ აქვს გამოწვევები, რომელთა შორისაც მთავარია საქმით დატვირთულობა, თუმცა, მისი თქმით, საქმეების დიდი ნაკადისგან განტვირთვის მიზნით გარკვეული სამუშაოები უკვე წარმატებით შესრულდა.