სოფო ვერძეული მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს სამუშაო ჯგუფს
Your browser doesn’t support HTML5
25 ივლისს, სასამართლო სისტემის ოთხი მთავარი სტრატეგიის შესახებ ანგარიშის წარდგენისას, არასამთავრობო სექტორმა იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც, მათი აზრით, 2017-2018 წლის სამოქმედო გეგმაში ყველაზე პრობლემური იყო. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა აღნიშნა, რომ როცა სტრატეგიის დოკუმენტი იწერებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ღია იყო და მაღალი იყო სამოქალაქო სექტორის ჩართულობა, თუმცა სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში სამუშაო ჯგუფებში აღარ მოხვდნენ ის ორგანიზაციები, რომლებმაც დიდი რესურსი დახარჯეს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ტექსტის მომზადებაზე.