სმითების მკვლელობაში ბრალდებულს ახალი ადვოკატი შეხვდა

Your browser doesn’t support HTML5

სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ბრალს ისევ არ აღიარებს. ბრალდებულს დღეს შეხვდა სახაზინო ადვოკატი ალუდა ბუჩუკური. მისმა პირველმა ადვოკატმა დავით გირგვლიანმა დაცვაზე უარი განაცხადა მას შემდეგ, რაც მედიით გავრცელდა ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ხადის ხეობაში მოკლული ლორა სმითის სხეულიდან ამოღებული ბრალდებული მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილი, სავარაუდოდ, სექსუალური ხასიათის ქმედებაზე მიანიშნებდა.