სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები კახეთში - დაზარალებულები ფინანსურ დახმარებას ითხოვენ

Your browser doesn’t support HTML5

მეორე დღეა, ლაგოდეხსა და სიღნაღში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები კი დასრულდა.  დიდმა წვიმამ რამდენიმე სოფელი დააზარალა. დაიტბორა სახლები, განადგურდა ელექტროტექნიკა, დაიხოცა შინაური ფრინველი.  დაზარალებულ მოსახლეობას ახლა ყველაზე მეტად ის აინტერესებს, დაეხმარებიან თუ არა ფინანსურად. ლაგოდეხისა და სიღნაღის მერიაში  თქვეს, რომ  მოსახლეობას ამ მხრივ  ვერ დაეხმარებიან.