ზაზა სარალიძემ და „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ იწყებენ მოძრაობას იმ პირების შემოსაკრებად, ვინც მიიჩნევს, რომ სისტემამ დაჩაგრა. როგოც კუპრავამ განაცხადა, შეადგენენ ბაზას, სიას და მთავრობას ამ პირების საქმეების გამოძიებას მოსთხოვენ. საქმეების გამოსაძიებლად მთავრობას, მათი თქმით, გონივრული ვადა დაუწესდებათ, ანუ ეს არ იქნება ერთი კვირა ან თვე.
„რეგისტრაცია დაიწყება ორშაბათს, 11:00 საათიდან „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრში“, პეკინის #39 -ში. ველოდებით ყველას, ვინც არის ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი“, - განაცხადა ზვიდ კუპრავამ.