ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში დაშავებული ორი მეშახტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა და დასძინა, რომ შედარებით მსუბუქია დამწვრობის ცენტრში მყოფი კიდეც ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. „რაც შეეხება პაციენტებს, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში არიან, მათ სერიოზული მკურნალობა დასჭირდებათ. ერთ პირს აქვს 50%-იანი დამწვრობა, ხოლო მეორეს 25%-იანი. ხვალისთვის არის დაგეგმილი ოპერაცია“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“. 16 ივლისს ტყიბულში, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, აქედან 4 დაშავებული ამჟამად დამწვრობის ცენტრში მკურნალობს. ოფიციალური ინფორმაციით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.