ტრამპის თქმით, პუტინმა „მძლავრად“ უარყო არჩევნებში ჩარევა
Your browser doesn’t support HTML5
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „მძლავრად“ უარყო 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა. 16 ივლისს ჰელსინკიში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ „არავის ნდობა არ შეიძლება“, მაგრამ ლიდერებმა საერთო ენა და შეხების წერტილები უნდა გამონახონ.