რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა „ძალიან წარმატებული და სასარგებლო იყო". პუტინმა ეს შეფასება გამოთქვა ჰელსინკიში ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, მოლაპარაკება ასახავს ურთიერთნდობის აღდგენის სურვილს. იქვე პუტინმა კვლავ უარყო აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში კრემლის ჩარევის ბრალდება. ეს საკითხი სამიტის დროს ტრამპმა წამოჭრა.