საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 1 მაისიდან 25 ივნისამდე ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო.
სამოქალაქო აქტივისტის ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) და პროგრესის ცენტრის ინიციატივით, 16 ივლისიდან იწყება კამპანია „იცურე მშვიდად“. აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის მოგვარებას ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი უკვე ერთი წელია ითხოვს, მას შემდეგ რაც თბილისის ზღვაზე მისი შვილი ცოტნე ცქიტიშვილი დაიღუპა.