ჭუბერში მთის მასის მოწყვეტამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის მცხოვრებნი ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნენსკრაჰერსთან მოწყდა მთის მასა, რომელმაც მდინარის ადიდება გამოიწვია. ერთ-ერთმა ადგილობრივმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სოფლის გამგეობას მეწყრის შესახებ მესაზღვრეებმა აცნობეს, გამგეობამ კი მოსახლეობის ნაწილს სახლების დატოვებისკენ მოუწოდა.

Facebook-ზე ვრცელდება ასევე ადგილობრივების მიერ გადაღებული ვიდეოები, სადაც ადიდებული მდინარე ჩანს.

ჭუბერის მცხოვრებმა გვითხრა, რომ სოფელში არსებობს შიში, არ განმეორდეს ისეთივე ტრაგედია, როგორიც 2015 წელს მოხდა მდინარე ვერეს ხეობაში.