ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ღამე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში გაათენა. სარალიძემ მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეთა დაკავების მოთხოვნით შსს-თან საპროტესტო აქცია 2 ივლისს, საღამოს დაიწყო. “მოთხოვნები არ შემიცვლია, მიხეილ კალანდიას დაკავებას ვითხოვ იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალებში საკმარისი მტკიცებულებებია, რომ პასუხისგებაში მიეცეს“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ. მის მხარდასაჭერად სოციალური ქსელით დაიგეგმა აქცია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 19 საათზე დაიწყება.