მდუმარე მოწმეები ხორავას ქუჩის საქმეში

Your browser doesn’t support HTML5

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია აგრძელებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოწმეების დაკითხვას. 28 ივნისს მათ დაკითხეს იმ ავტომობილის მძღოლი, რომელიც მომხდარს შეესწრო, თუმცა მისი თქმით, მას არაფერი ახსოვს და დეტალებზე არ საუბრობს.