საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმიდან 27 დეკემბერს გამოყოფილი ცალკე საქმის ფარგლებში გამორცხული არ არის მოვლენების განვითარების არც ერთი ვარიანტი. „როგორც იცით, გამოყოფილი საქმის ფარგლებში რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს გახარიამ.
9 ივნისს, შსს-მ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა მირზა სუბელიანი და მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით, მერაბ მორჩაძე..