სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დღეს, 23 ივნისს, მოსამართლეთა დისციპლინარული პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის მარეგულირებელ ნორმებზე მსჯელობენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანახმად, სასურველია შეხვედრაზე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებული დისკუსია ამოიწუროს. „იმედი მაქვს, ამ თემასთან დაკავშირებით დისკუსიებს დავასრულებთ. განსახილველი გვაქვს კიდევ სხვა თემები -სკოლის თემა, საბჭოს თემა. უნდა გადავიდეთ ამ თემების განხილვაზე. “ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასაწყისში.