უფუნქციოდ დარჩენილი შენობა
Your browser doesn’t support HTML5
ქუთაისში ყოფილი #2 სასჯელაღსრულების შენობა უფუნქციო და მოუვლელია. ზაფხულის დადგომასთან ერთად მიტოვებულ იშენობა მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებლებს პრობლემებს უქმნის. ძველი ციხის შენობა თანდათანობით ინგრევა. ზაზა მალანიას ქუჩის მხარეს გალავანმა დაშლა დაიწყო. ადგილობრივები შიშობენ, რომ კედელი მათ საფრთხეს შეუქმნის. ამბობენ, რომ ციხის შენობაში მღრღნელები გაჩნდნენ. მოსახლეობა ითხოვს, შენობა დასუფთავდეს და ახალი ფუნქციით დაიტვირთოს.