დასრულდა შეხვედრა მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრებთან

Your browser doesn’t support HTML5

დასრულდა შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და მსოფლიო საპატრიარქოს ორი მაღალი რანგის მიტროპოლიტს შორის. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყოს და სასულიერო პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან მიქაელ ბოტკოველისგან არის ცნობილი, მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები უწმინდესთან მსოფლიო პატრიარქის პოზიციის გასაცნობად ჩამოვიდნენ, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე საეკლესიო პრობლემებთან.