პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი. მისი დაკავება უკავშირდება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის გამოძიებას.
12 ივნისს, მარნეულის სათემო რადიომ და სტუდია „მონიტორმა“ გაავრცელეს ინფრმაცია და ვიდეომასალა, რომლის თანახმად, მამაკაცი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. კერძოდ, მას ბოდიში მოახდევინეს და სახის შარდით დაბანა აიძულეს.