პარლამენტის დროებითი კომისია საგამოძიებო მასალებზე იმსჯელებს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები

დღეს სხდომას გამართავს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. სხდომაზე კომისიის წევრები განიხილავენ საგამოძიებო უწყებებიდან და სასამართლოდან მიღებულ საქმის მასალებს. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, კომისიის წევრები განსაზღვრავენ სიას იმ პირებისა, რომლებსაც პირველ დღეებში მოუწევთ ახსნა-განმარტების მიცემა. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა 15 საათზე დაიწყება ქუთაისში, პარლამენტის ბიუროს სხდომათა დარბაზში.