მფრინავთა დაპირისპირება გუდაურში

Your browser doesn’t support HTML5

გუდაურში, პარაპლანით მფრინავებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით. დაკავებულია საქართველოს ოთხი მოქალაქე. ადგილობრივ, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მიზეზად, გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესინტერესები სახელდება. გახმაურებული დაპირისპირება გუდაურში 8-9 ივნისს მოხდა, თუმცა, დაზარალებულთა განცხადებით, დაპირისპირება პარაპლანით მფრინავებს შორის გაცილებით ადრე, ერთი წლის წინ დაიწყო. 9 ივნისს, ფეისბუქით გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან პარაპლანის პილოტს, რუსეთის მოქალაქეს, ადგილობრივი მფრინავები. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, გუდაურელი პილოტები უარყოფენ, რომ კონფლიქტის ინიციატორები ისინი არიან და პრობლემის მიზეზად რუს და უკრაინელ პილოტებს ასახელებენ.