ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ 14 საათზე დაგეგმილი აქცია 18 საათისთვის გადადო. ამის შესახებ მან სააგენტო "ინტერპრესნიუსს" განუცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიმდინარეობს პოლიციელების მიერ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ზვიად კუპრავას და კიდევ სამი პირის საქმის განხილვა.