ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის განახლებას 14 საათიდან გეგმავს. სარალიძის განცხადებით, მისი მთავარი მოთხოვნების შესრულებამდე უკან დახევას არ აპირებს. 10 ივნისს, გამართულ აქციაზე ზაზა სარალიძემ მისი შვილის მკვლელების და დანაშაულის დაფარვაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის გარდა მოითხოვა იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების, თეა წულუკიანის და გიორგი გახარიას გადადგომა.