მირზა სუბელიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 ივნისს პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, მირზა სუბელიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რითიც პროკურატურის შეუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე სუბელიანისთვის აღკვეთის ღონისძიებად 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. სუბელიანი 9 ივნისს დააკავეს, ხორავას ქუჩაზე გასულ წელს მომხდარი მკვლელობის საქმეზე. მას ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა. გამოძიების თანახმად, 2017 წლის 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.ადვოკატის თქმით, მირზა სუბელიანი ბრალს სრულად აღიარებს.