ასლან ჯიოევი - ღუდუშაურის კლინიკაში
Your browser doesn’t support HTML5
9 ივნისს ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ახალგორის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი, ასლან ჯიოევი. მოძრაობა მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ხაჩიროვი, მის გარემოცვა და ზოგადად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში იყვნენ დამნაშავენი. მოძრაობის წევრები საქართველოს ხელისუფლებისგან ჯიოევის დაკითხვას მოითხოვენ. „წითელმა ჯვარმა“ „ღუდუშაურში“ ჯიოევის ყოფნა დაადასტურა. ხელისუფლება რეფერალურ პროგრამაში ჩართული პაციენტების ვინაობას საჯაროდ არ ასახელებს.