შინაგან საქმეთა მინისტროს მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დაკავებულია მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობების საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა და პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი. შსს-ის თანახმად, სუბელიანი დაკავებულია "ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით". სუბელიანი დღეს მესამედ იმყოფებოდა დაკითხვაზე. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.