ექსკურსია მსხვერპლით დასრულდა

გომბორის უღელტეხილზე ავარია მოხდა. მიკროავტობუსი, რომლითაც 175-ე სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები ექსკურსიაზე მიდიოდნენ, საავტომობილო გზიდან გადავიდა ამობრუნდა. შსს-ს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. დაიღუპა 4 ადამიანი, არიან დაშავებულები, რომლებიც თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ეს დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.