შსს-მ შესაძლოა, უახლოეს ხანში გაავრცელოს ახალი ინფორმაცია მოზარდების მკვლელობის საქმის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის „გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ საზოგადოებას აუცილებლად 10 რიცხვამდე და შეიძლება უფრო ადრეც, მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია.“ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ 4 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება, თუ 10 ივნისამდე გამოძიების მიმართულებით კონკრეტული შედეგები არ გამოიკვეთება.

7 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში კვლავ დაიბარეს მთავარი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომელსაც ზაზა სარალიძე ადანაშაულებს მტკიცებულებების განადგურებასა და დამნაშავეთა მაფრველობაში. სუბელიანი ამ ბრალდებას უარყოფს.