არჩილ ტატუნაშვილის საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა
Your browser doesn’t support HTML5
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არჩილ ტატუნაშვილის მამას და ადვოკატს საქმეზე ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შედეგებზე დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს. დაზარალებულმა მხარემ დასკვნის იმ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც, მათი აზრით, არასრულყოფილად იყო შესწავლილი.