ოსურმა მხარემ თემურ დუდაშვილი გაათავისუფლა

ერგნეთი

ოსურმა მხარემ გაათავისუფლა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული თემურ დუდაშვილი. ის ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს ქართველ პოლიციელებს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მკვიდრი თემურ დუდაშვილი, რომელიც საქონელს მწყემსავდა, რუსმა სამხედროებმა 5 ივნისს დააკავეს. იმავე დღეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანთან დააკავეს ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოანე ოხანაშვილი. ის ოსურმა მხარემ 5 ივნისს, საღამოს გაათავისუფლა.