თბილისის მეტრომ მუშაობა განაახლა

თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა. მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც თბილისის მერიასთან მიაღწიეს შეთანხმებას ხელფასის გაზრდის საკითხზე. მეტროს პროფკავშირის "ერთობა 2013"-ის წარმომადგენელთა ინფორმაციით, მერიასთან გაგრძელდება მოლაპარაკება იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როდის და რამდენით მოიმატებს მემანქანეთა ხელფასი. მათი მოთხოვნაა შრომის ანაზღაურების 45%-ით გაზრდა. მემანქანეთა გაფიცვის გამო თბილისის მეტრო 4 ივნისს დაიკეტა.