კვირიკაშვილის განცხადებას ფეისბუკზე მოჰყვა ხარხარის ათასობით სიცილაკი და ასობით ბოტის მოწონება

ფეისბუკის ათასობით მომხმარებელი ხარხარის აღმნიშვნელი ღილაკით, ე.წ. "ჰაჰას" სიცილაკით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომელიც მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა და რომელშიც არასამთავრობოების ნაწილს ადანაშაულებს "ულტიმატუმის ენით საუბარში", ხოლო იუსტიციის მინისტრის გადაყენების მოთხოვნას უწოდებს "აბსურდულს". პრემიერის პოსტის ე.წ. "მომწონებლებს" შორის კი ასობით ე.წ. "ბოტი", დიდი ალბათობით ყალბი პროფილი გამოჩნდა, უცხოური ან გაუგებარი სახელებით. პრემიერის განცხადება 5 ივნისს, დღისით გამოქვეყნდა.