„აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვრჩები - სისტემა უნდა დაინგრეს“, განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ზაზა სარალიძის თქმით, აქციები გაგრძელდება, თუ 10 ივნისამდე გამოძიების მიმართულებით კონკრეტული შედეგები არ გამოიკვეთება. 10 რიცხვამდე საქმესთან კავშირში მყოფი ყველა პირი უნდა იყოს დაკავებული - განაცხადა ზაზა სარალიძემ. მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ სარალიძეების ადვოკატები, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.