ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მეუღლესთან და შვილთან ერთად საქართველოს საპატრიარქოში იყო მისული. გამოსვლისას მან კომენტარი არ გააკეთა, მხოლოდ აღნიშნა, რომ ემოციური შეხვედრა იყო ამ ეტაპზე, მეუღლის გრძნობებს უფრთხილდებოდა და ჯერ არაფრის თქმას აპირებდა. ზაზა სარალიძესთან შეხვედრის სურვილი საქართველოს პატრიარქმა 2 ივნისს გამოთქვა. ზაზა სარალიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის პატრიარქთან შესახვედრად მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად შევიდოდა.