სისხლიანი გარჩევა ძიუდოს სამყაროში - დაჭრილია ვეტერანი ძიუდოისტი

ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. 31 მაისს, გვიან ღამით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მომთხოვნ სპორტსმენებს ცეცხლი გაუხსნეს ფედერაციის თანამშრომლებმა. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი და სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს. მათ შორის ლომერ ჟორჟოლიანი, რომელიც წლების განმავლობაში ფედერაციაში მაღალ თანამდებობას იკავებდა. ამჟამად კი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერია.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ლომერ ჟორჟოლიანმა დაჭრა ქალაქის ცენტრალურ უბანში ვეტერანი ძიუდოისტი და ამ ფაქტს ათეულობით თვითმხილველი ჰყავდა. მათ შორის, პატრულის თანამშრომლებიც.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, კონფლიქტის დროს, ადგილზე იმყოფებოდა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილიც და მან სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია.