საქართველოს პასუხი სირიას

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო სირიასთან წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების გამო. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ 29 მაისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სირიის რეჟიმმა რუსეთის მხრიდან მანიპულირების შედეგად მიიღო კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების და პრინციპების უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა.“