ევროპაში მოგზაურობისას ფოტოების გადაღება არ იზღუდება

Your browser doesn’t support HTML5

ევროკავშირის 25 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მიღებული რეგულაციები რუსული დეზინფორმაციის სამიზნე გახდა. ქართული საიტები რუსულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ტურისტების ფოტოებში უცხო ადამიანები მათი ნებართვის გარეშე აღარ უნდა მოხვდნენ. ახალი წესების მიხედვით კი ტურისტებს არაფერი ეზღუდებათ. ევროკავშირში იქმნება მონაცემთა დაცვის ერთიანი სივრცე, სადაც კომპანიებს მეტი ვალდებულებები ეკისრებათ პერსონალური მონაცემების დაცვის პროცესში, ხოლო მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ თავად მართონ რა სახის ინფორმაციას გასცემენ საკუთარი თავის შესახებ.