სახალხო 26 მაისი
Your browser doesn’t support HTML5
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყო. გაიმართა სახალხო სეირნობა, გამოიფინა ქართველი სტარტაპერების, აგრომეწარმეების პროდუქცია, მოეწყო საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული არაერთი თემატური გამოფენა, გაცოცხლდა პირველი არტკაფეები, ყვავილების ფესტივალიც დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას მიეძღვნა. რუსთაველის გამზირზე სახალხო ზეიმი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.