საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ერგნეთის საგუშაგო

ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის მკვიდრი 1989 წელს დაბადებული დავით ჩალაური. ჩალაური სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. საქმის კურსში მაშინვე ჩააყენეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი დაუდასტურეს, თუმცა მისი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავეს. ასევე „თავისუფლების“ წყაროების თანახმად, ცნობილი ხდება, რომ დე ფაქტო ხელისუფლება დავით ჩალაურს ქართველ სამართალდამცავებს ცოტა ხანში ერგნეთის საგუშაგოზე გადასცემს.