ჰომოფობიასთან ბრძოლის ექვსი წელი

Your browser doesn’t support HTML5

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 17 მაისს, საქართველოში წელს მეშვიდედ აღნიშნავენ. ლგბტ თემის წევრებმა ჰომოფობია თბილისში პირველად 2012 წლის 17 მაისს გააპროტესტეს და პირველი წინააღმდეგობაც მაშინ შეხვდათ - რუსთაველის გამზირზე მათ გზა გადაუკეტა ხალხის ერთმა ნაწილმა, სასულიერო პირების თანხლებით. მაშინ, აქციაზე შეხლა-შემოხლის დროს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. კულმინაციამ მომდევნო წლის 17 მაისს მიაღწია, როდესაც თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერში შეკრებილ რამდენიმე ათეულ ადამიანს კონტრაქციის უკვე კარგად მობილიზებული ათასობით მონაწილე დაუპირისპირდა... მას შემდეგ ყოველი წლის 17 მაისის დადგომის წინ ვითარება იძაბება - ლგბტ თემი დღემდე იბრძვის გამოხატვის თავისუფლებისთვის, ის ხალხი კი, ვინც 17 მაისს საპატრიარქოს მიერ დაწესებულ დღესასწაულს, ოჯახის სიწმინდის დღეს, აღნიშნავს, დღემდე აპროტესტებს ლგბტ თემის ქუჩაში გამოსვლას და კონტრაქციებით იმუქრება.