პარლამენტის წინ აქცია შეწყდა

Your browser doesn’t support HTML5

13 მაისს დილით პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია შეწყდა მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობის წინ კარვები აიღეს. ისინი დილის 9 საათზე შეუდგნენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიერ წინა ღამით განთავსებული კარვების დაშლას. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ამჟამად პარლამენტის წინ აქციის ორგანიზატორებიდან იმყოფეიან ბექა წიქარიშვილი და რამდენიმე მონაწილე. აქცია თავად ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, "ესკალაციის თავიდან ასაცილებლად" რამდენიმე დღით შეწყდა.