არასამთავრობო ორგანიზაციები: უნდა დადგეს სამართალდამცველთა პასუხისმგებლობის საკითხი

ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ დადგეს შინაგანსაქმეთა სამინისტროს იმ თანამდებობისპირების სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც დაგეგმა და განახორციელა ძალის დემონსტრირებაზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებების აშკარა და უხეშიუგულებელყოფით ჩატარებული საპოლიციო ოპერაცია“. თბილისის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, 12 მაისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, მესამე სექტორი გმობს სამართალდამცველების ქმებას კლუბებიდან ხალხის გამოყვანისა და იქ ჩატარებული ჩხრეკის პროცესში.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დაწყებისას კლუბებიდან ადამიანების გაყვანა ზოგიერთშემთხვევაში ღირსებისშემლახავ პირობებში მოხდა, ხოლო, შესაბამისი კლუბების მესაკუთრეებს და ადმინისტრაციასარ მიეცათ ჩხრეკის პროცესში სრულყოფილი დასწრების შესაძლებლობა“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხაზს უსვამენ ასევე სამართალდამცველების არაადეკვატურ, ძალადობრივ ქმედებებს კლუბ „ბასიანისა“ და პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციებზე.

„მთლიანობაში შეკრება მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში მიმდინარეობდა დაპოლიცია მეტწილად თავად ქმნიდა ესკალაციისა და დაკავების თვითნებურ ინციდენტებს“ - ნათქვამია განცხადების ტექსტში. ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავარმა პროკურატურას, „დაიწყოს გამოძიება შეკრების მონაწილეების სავარაუდო უკნონო დაკავების, პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებისა დამშვიდობიანი შეკრების ხელშეშლის ფაქტებზე“.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)“,

„სამართლიანი არჩევნებისა დადემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)“

„ადამიანის უფლებათა სახლი“,

„ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)“

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)“

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)“.