რომან რურუა ოქროს ფასზე
Your browser doesn’t support HTML5
12 მაისს დავით ქლიბაძის საავტორო გადაცემის „სპორტული მიმოხილვის“ (FM107.410.30-11.00 სთ) სტუმარი იქნება მეხიკოს ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომან რურუა, რომელიც რადიო თავისუფლების მსმენელებს გაუზიარებს რუსეთში გამართული თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატიდან მიღებულ შთაბეჭდილებებს. ქართველმა მოჭიდავეებმა ჯამში 12 მედალი მოიპოვეს, თუმცა ევროპის ჩემპიონი ვერცერთი მათგანი ვერ გახდა. რომან რურუას მიაჩნია, რომ ქართველმა ფალავნებმა წარუმატებლად იასპარეზეს.