„ნიუ-ორკ ტაიმსი“: ჯონ მაკკეინს არ სურს, რომ პრეზიდენტი ტრამპი მის დაკრძალვას დაესწროს

გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახი აპირებს დაკრძალვაზე დასწრება სთხოვოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და არა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მაკკეინთან მის „დაძაბული ურთიერთობის“ გამო. მაკკეინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ სხვადასხვა წყაროს თანახმად, ის ძალიან მძიმეა. სენატორს 2017 წლის ივლისში დაუდგინეს ტვინის სიმსივნე. იმავე თვეში მან სენატში გამართულ კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირა სამედიცინო დაზღვევის იმ სისტემის გაუქმებას, რომელიც პრეზიდენტ ობამას მმართველობისას შეიქმნა. ამ ნაბიჯის გამო ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა მაკკეინი. 2015 წელს კი ასევე ტრამპმა თქვა მაკკეინზე, რომელიც ვიეტნამის ომის ვეტერანია: ის „გმირი“ არ არის, რადგან ტყვედ ჩავარდა და ექვსი წელი ტყვეობაში დაჰყოო. ტრამპი არ მიუწვევიათ არც ყოფილი პირველი ლედის, გასულ თვეში გარდაცვლილი ბარბარა ბუშის დაკრძალვაზე.