აპრილი - 2018
Your browser doesn’t support HTML5
„ანარეკლების“ თვის შემაჯამებელ გადაცემაში „აპრილი - 2018” “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე და გოგი გვახარია გასული თვის მნიშვნელოვან მოვლენებს შეაჯამებენ.
მეზობელ სომხეთში მიმდინარე რევოლუციური პოლიტიკური ძვრები, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების ისტორიული შეხვედრა, დასაქმების პრობლემები საქართველოში, აგარის ქარხნის თანამშრომლების ბედი, ტყიბულელი მუშების შრომითი უსაფრთხოების საკითხები და სახელმწიფოს უნარი დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ძირეული უფლებები ის ძირითადი თემებია, რომლებსაც გადაცემა მიმოიხილავს.