იენს სტოლტენბერგი: მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას

იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალური მდივნის თქმით მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოს მტკიცეს მხარდაჭერას, იმ რეფორმების განსახორციელებლად, რაც ქვეყანას სჭირდება ალიანსში გაწევრიანებისათვის. იენს სტოლტენბერგის თქმით ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის სიგნალს მიიღებს საქართველო ნატოს ივლისის სამიტზე, რომლის ფორმატი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი. „შემიძლია გითხრათ, რომ მოკავშირეებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და მისი მისწრაფების მიმართ, რომ განაგრძოს სვლა გაწევრიანებისკენ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, ჩვენი ვეხმარებით საქართველოს რეფორმებით და სხვა მრავალი ინსტრუმენტით, მათ შორის ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის შექმნით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 28 აპრილს ბრიუსელში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.