პარკირების წესები უცვლელი რჩება
Your browser doesn’t support HTML5
10 აპრილიდან დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. თბილისის მერიამ 2018 წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა კომპანიის უპასუხისმგებლობა და არასათანადოდ შესრულებული საჯარო უფლებამოსილებები. „სითი პარკი“ თბილისში პარკირებას 2007 წლიდან კურირებდა. თბილისის მერის, კახა კალაძის, განცხადებით, პარკირების შემოსავლები სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებას მოხმარდება, მათ შორის, მიწისქვეშა პარკინგების მოწყობასა და პარკირების სისტემის გამართვას.