მსოფლიოს მართლმადიდებლები ზეიმობენ იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოსვლას. მართლმადიდებელთა რწმენით, ეს არის უდიდესი საიდუმლო, რომელიც ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება. ცეცხლი გამოიტანა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ, რომელიც რიტუალის შესრულებამდე სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. გადმოცემის თანახმად, ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.