სახლები რიონის სანაპიროზე
Your browser doesn’t support HTML5
ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მდებარე სახლები, უკვე საუკუნეზე მეტია, რაც
რეკონსტრუქციას ელოდებიან. ეს სახლები მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა.
შენობათა ფასადები თითქმის ჩამოშლილია; მორყეული და ჩამონგრეულია
აივნები, შუშაბანდები; დაზიანებულია ძველი რიკულები.
ქუთაისის მერის განცხადებით, იგეგმება რიონისპირა სახლების აღდგენა.
პროექტი მას შემდეგ გასაჯაროვდება, რაც მას მუნიციპალური განვითარების
ფონდს წარუდგენენ. ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს რამდენიმე
სამინისტროსთან. მე-19 საუკუნის სახლების რეკონსტრუქციისთვის თითქმის 13
მილიონი ლარია საჭირო.