ქუთაისში გასხვისებულ სკვერებს ხეები ეწირება

Your browser doesn’t support HTML5

ქუთაისში 2017 წელს 30-მდე სკვერი, აღნაგობის უფლებით, იჯარით გასხვისდა. მათგან უმრავლესობაში სამშენებლო სამუშაოების წარმოებას ჯანმრთელი ხეები შეეწირა. მოიჭრა როგორც წიწვოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები. 2017 წელს მერიის მიერ შესრულებულ ანგარიშში წერია, რომ ამ პერიოდში 2 037 ხე მოიჭრა, რასაც ოპოზიციის ხმაურიანი განცხადებები მოჰყვა.