საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კვლავ უარყო გავრცელებული ცნობები მისი შესაძლო გადადგომის შესახებ. „მოსაწყენი რომ არ იყოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგები, ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს ტაიმერი რამდენიმე წელი მინიმუმ, არ დარეკავს, ამიტომ დაისვენონ. ასე ვთქვათ, მათი საცოდაობით აღარ ვარ. გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა” - განაცხადა 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა. მან ჟურნალისტებს 29 მარტსაც განუცხადა, რომ ჯერჯერობით არსად წასვლას არ აპირებს. მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მე-11 სართულზე პრემიერ-მინისტრის ოფისია განთავსებული.