27 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო პაატა ბაირახტარი „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ვიცეპრეზიდენტი, მან ილაპარაკა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ეკონომიკურ და ფინანსურ გამოწვევებზე. პაატა ბაირახტარის განცხადებით თბილისში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის იმ სახით დამტკიცების შემთხვევაში, როგორც ის ამჟამადაა წარმოდგენილი, დააზარალებს კერძო სექტორს. ვინაიდან რიგ შემთხვევში მოქალაქეებისთვის შეუტყობინებლად შეიცვალა ზონალური სტატუსი. ზონალური სტატუსის შეცვლის გამო 25 დან 30 ათასამდე ადამიანს მოუწევს ადგილმდებარეობის შეცვლა, მათ დასაკმაყოფილებლად თანხების გამოყოფა კი დედაქალაქის ბიუჯეტიდან იქნება საჭირო. აფბა-ს კვლევის თანახმად გაცილებით რთულადაა საქმე კომერციულ ზონებთან მიმართებით, რომელსაც რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭათ. მათ შორისაა ე.წ ელიავას ბაზრობის ტერიტორია. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად იგეგმება ბაზრობის დემონტაჟი და სხვა ადგილას გადატანა, რასაც თან აუცილებლად უნდა ახლდეს მესაკუთრეთა უფლებრივი და ფინანსური კომპენსაციის საკითხი, სულ ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტებს 144 მესაკუთრე ფლობს და აფბა-ს გათვლებით არსებული მიწის ნაკვეთების საერთო ღირებულება 230 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
პაატა ბაირახტარის თქმით, ცალკე პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა არ გამხდარა ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი და მისი განხილვა ფსევდო საჯაროობის ხასიათს ატარებდა.
Your browser doesn’t support HTML5